Thursday, November 20, 2008

საცდელი პროექტი-ლიტერატურული გზამკვლევი

საცდელი პროექტი: ,,ლიტერატურული გზამკვლევი~

1.პროექტის სახელი: ,,ლიტერატურული გზამკვლევი~
2.პროექტი მოკლე აღწერა: ლიტერატურული მარშრიტის შედგენა და მასში მითითებულ ადგილებთან და პიროვნებებთან დაკავშირებული ისტორიების მოგროვება.
3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ იმ ადგილებს,რომლებიც ამა თუ იმ მწერლის სახელთანაა დაკავშირებული.გამოიკვლკევენ ამ ადგილებთან შემოქმედის კავშირებს.ასახავენ ფოტოებზე,შეადგენენ გეგმებს მარშრუტისა და ობიექტების მდებარეობის განსაზღვრისათვის.მოიპოვებენ მასალებს მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში.მოსახლეობასტან გასაუბრებით მოიძიებენ ისტორიებს მწერალტა პირადი ურთიერთობის შესახებ
4.მონაწილეთა ასაკი/კლასები: V-XII კლასები
5.ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება, მასალების მოპოვება ინტერნეტის მეშვეობით, მოძიებულ მასალათა ანალიზი, პრეზენტაცია, ელ,ვერსიის შედგენა,
შთაბეჭდილებათა გაზიარება
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლლეებმა შიეძლება შექმნან ალბომი,ბუკლეტი,ვებ-გვერდი,ბლოგი,ელექრტონული ჟურნალი,ჩანახატი,ესები;გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, ანალიზის, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის,მოპოვებული მასალის კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევები;ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას,თანამშრომლობას,უცხო ადამიანებთან ურთიერთობას,შიეძენენ თანამოაზრეებსა და მეგობრებს,ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას,საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას.გაეცნობიან საკუთარი ქალაქის(სოფლის,რეგიონის) და საბოლოოდ ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.
8.სარგებელი სხვებისთვის: ახალგაზრდები იკვლევენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარი ქალაქის (სოფლის,რეგოინის) ლიტერატურული ცხოვრების ისტორიას,მოხდება ფასეულობათა შედარება,ტურისტული გზაამკვლევის შევსეწბა
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ლიტერატურა, ხელოვნება,ისტორია,გეოგრაფია,რელიგია
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:


12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნატო ურუშაძე,მზევინარ იმედაშვილი
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ნატოურუსჰადზე@გმაილ.ცომ; მ.იმედასჰვილი@გმაილ.ცომ
14.პროექტის ფორუმი:
15.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: